დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რეიტინგის მაჩვენებელმა, წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის გამო, რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია. ამის შესახებ Langer Research Associates-ის გამოკითხვა მოწმობს, რომელიც ტელეკომპანია ABC და გაზეთ The Washington Post-ის დაკვეთით ჩატარდა.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სახელმწიფოს სათავეში ტრამპის მუშაობას, გამოკითხულ ამერიკელთა 44% დადებითად აფასებს. ამასთან, გამოკითხულთა 53% საპირისპირო მოსაზრების არის.

ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკა, გამოკითხულ აშშ-ის მოქალაქეების 51%-სთვის მისაღებია. ამასთან, მის საგადასახადო პოლიტიკას ეფექტიანად გამოკითხულთა 42% მიიჩნევს, ხოლო საგარეო პოლიტიკას, ისევე როგორც საიმიგრაციოს – 40%. ყველაზე დაბალი შეფასება ტრამპმა ეკოლოგიურ საკითხებში მიიღო, რაც გამოკითხული ამერიკელების 29%-ს შეადგენს.

აქამდე, ტრამპის პოპულარობის მაჩვენებელი გამოკითხულ ამერიკელებს შორის 37%-ს შეადგენდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...