დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა რუსეთთან ვარაუდო კავშირის თაობაზე ჩვენება მისცა

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში კარტერ ფეიჯმა აღიარა, რომ მოსკოვში რუსეთის ოფიციალურ პირებს 2016 წლის ზაფხულში შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.

აშშ-ს კონგრესის სადაზვერვო კომიტეტში მოსმენისაას მან აღნიშნა, რომ ეს შეხვედრები მნიშვნელოვანი არ იყო. თუმცა, მას რუსი მაღალჩინოსნების სახელები არ დაუსახელებია.

"ძალიან ხანმოკლე შეხვედრა მქონდა რამდენიმე ადამიანთან. ასე იყო, "- აღნიშნა მან. კონგრესში გამართულ მოსმენაზე მან ტრამპის საარჩევნო კამპანიის დროს რუსეთის მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა უარყო.

3 ნოემბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News- თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევაზე გამოძიების დაწყება, რომელშიც აშშ-ს სადაზვერვო სამსახურები მოსკოვს ადანაშაულებენ, "სირცხვილია".

"ეს ფაილი სრულიად ყალბია და რომანს ჰგავს, ეს სირცხვილი იყო. გამოძიების დაწყება აუცილებელი არ იყო. მესმის, რომ მათ [დემოკრატებს] თანხა აქვთ დახარჯული…ვფიქრობ, სამარცხვინოა, რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს",- განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. აღნიშნული განცხადებით, დონალდ ტრამპი გამოცემა „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიას გამოეხმაურა.

გამოცემა ოქტომბრის ბოლოს იტყობინებოდა, რომ პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ჰილარი კლინტონისა და დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის შტაბმა გამოძიება დააფინანსეს, რის შემდეგაც ტრამპისა და თეთრი სახლის ადმინისტრაციის რუსეთთან სავარაუდო კავშირის თაობაზე დოკუმენტები გასაჯაროვდა.

მიმდინარე წლის 16 ივნისს,  დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთთან მისი ურთიერთობების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ არსებობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...