დონალდ ტრამპის პირადმა თანაშემწემ თანამდებობა დატოვა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პირადმა თანაშემწემ მადლენ ვესტერჰაუტმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაციას ასევე Politico ადასტურებს.

NYT- ის ცნობით, გადადგომის მიზეზი ისაა, რომ ვესტერჰაუტმა ჟურნალისტებთან არაფორმალურ შეხვედრაზე, ტრამპის ოჯახის შესახებ, ასევე ოვალურ ოფისში ჩატარებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა.

ვესტერჰაუტი დონალდ ტრამპის თანაშემწე იყო მისი ადმინისტრაციის პირველივე დღიდან. თეთრი სახლის ლიდერი თავდაპირველად მას სიფრთხილით ეკიდებოდა, რადგან ვესტერჰაუტი თავიდან პრეზიდენტის მხარდამჭერი არ იყო და მასთან რესპუბლიკურ ნაციონალურ კომიტეტში მუშაობის შემდეგ გადავიდა.
NYT– ის წყაროს თქმით, ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირი ცდილობდა, მისი მოკავშირე ყოფილიყო, რომელიც მათ პრეზიდენტის ზარებსა და შეხვედრებს აცნობებდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...