დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ს ახალ ვირუსთან საბრძოლველად გეგმა აქვს

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მისმა ადმინისტრაციამ ახალი ტიპის კოროვირუსების გავრცელების შემცირების მიზნით გეგმა შეიმუშავა.

“ჩვენ უკვე დავინტერესდით ამ საკითხით. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი შესანიშნავად მუშაობს”,- განაცხადა დონალდ ტრამპმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ფარგლებში.

21 იანვარს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს შტატ ვაშინგტონში ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა დადასტურდა.

2019 წლის დეკემბერში, ქალაქ უჰანში (ჰუბეის პროვინცია) პნევმონიის განვითარება დაფიქსირდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ დაავადების მიზეზი აქამდე უცნობი ტიპის კორონავირუსი იყო.

თავდაპირველად დაასკვნეს, რომ ვირუსი გადამდები არ იყო, მაგრამ მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყვეს, რადგან დაავადება ინფექციის კატეგორიაში გადავიდა. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო კომიტეტის მიერ მიღებული მონაცემებით, პნევმონიით რეგისტრირებულ პაციენტთა რაოდენობა, რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსითაა გამოწვეული, 571 ადამიანს შეადგენს, მათგან 95 მძიმე მდგომარეობაშია, გარდაიცვალა 17 ადამიანი.

ანალოგიური დიაგნოზით ტაილანში ორი პაციენტი მკურნალობს, თითო თითო სამხრეთ კორეასა და იაპონიაში. სინგაპურში შვიდი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ვარაუდობენ, რომ მათ სწორედ აღნიშნული ტიპის ვირუსი აქვთ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტი საგანგებო შეხვედრაზე შეაფასებს, არის თუ არა ჩინეთში დაფიქსირებული კორნავირუსის ახალი ტიპი საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის სახიფათო.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად