დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ, ნავთობის ფასი 2,3%-ით დაეცა

Brent-ის მარკის ფიუჩერსების ფასი 60,99 აშშ დოლარამდე დაეცა. ამაზე ლონდონის საფონდო ბირჟა ICE-ის მონაცემები მოწმობს.

11 სექტემბერს Brent-ის მარკის ნავთობის ფასი, 7 წუთში, ბარელზე 3%-ით დაეცა – 62,32 აშშ დოლარიდან-60,64 აშშ დოლარამდე.

მომხდარს ანალიტიკოსები აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას უკავშირებენ. დონალდ ტრამპმა, ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესაძლო შემსუბუქებაზე ისაუბრა.

2019 წლის აპრილიდან ამოქმედდა აშშ-ის მიერ ისლამური სახელმწიფოს ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული საბაჟო გადასახადი, რომლის ფონზეც ქვეყანაში ნავთობის მოპოვების მოცულობა 40%-მდე დაეცა.

10 სექტემბერს კი, Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა, მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან მოყოლებული, 63 აშშ დოლარზე მაღლა აიწია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად