დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ”მწვანე ბარათების” მოპოვების წესები გაამკაცრა

შეერთებულმა შტატებმა ე.წ. მწვანე ბარათის (Green card) მოპოვების მსურველთათვის ახალი წესები აამოქმედა, რომლის თანახმად, საემიგრაციო სამსახურს უფლება აქვს, ემიგრანტებს სამედიცინო დაზღვევის პროგრამა Medicaid-ის, საკვების ბარათების, უძრავი ქონების ვაუჩერებისა და სხვა სახის სოციალური დახმარების გამოყენებაზე უარი უთხრას. ეს ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ზომაა, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ლეგალური იმიგრაციის შეზღუდვის მიზნით შემოიღო. ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

”ახლა სამოქალაქო და საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლები შეერთებულ შტატებში მყოფი პირები შესახებ კანონიერ სტატუსზე განაცხადების განხილვისას, სხვა ფაქტორებთან ერთად სოციალური დახმარების პროგრამებსაც გაითვალისწინებენ, როგორიცაა განათლება, ოჯახის შემოსავალი და ჯანმრთელობის მდგომარეობა”, – წერს მედია.
წესები ოქტომბრის შუა რიცხვებში ამოქმედდება. ცვლილება არ ვრცელდება ამერიკის მოქალაქეებზე, მაშინაც კი, თუ მათი ნათესავები ემიგრანტები არიან, რომლებიც ამ მოთხოვნებს ექვემდებარებიან.

მიგრანტების დამცველები შეშფოთებული არიან იმ ფაქტით, რომ ახალი წესების გამო, საიმიგრაციო სამსახური ადამიანებს ლეგალურ სტატუსზე ხშირად უარს ეტყვის.

აშშ-ს საიმიგრაციო სამსახურში საშუალოდ, ყოველწლიურად „მწვანე ბარათის“ შესახებ დაახლოებით 544 ათასი განაცხადი შედის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...