დონალდ ტრამპი: ვაქცინის შესახებ მალე დიდი განცხადებები გაკეთდება

შეერთებული შტატები გამოაქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ახალი კორონავირუსის ვაქცინის შემუსავებასთან და მის კლინიკურ ტესტირებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში, რესტორნის ბიზნესისა და ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

“ეს მნიშვნელოვანი დღეა თერაპიისა და ვაქცინების თვალსაზრისით, მივაღწიეთ დიდ პროგრესს,” თქვა მან. “დიდი განცხადებები გველის წინ.”

მაისის დასაწყისში, ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში სპეციალისტები სავარაუდოდ 2020 წლის ბოლოს შექმნიან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას. მანამდე შეერთებული შტატების ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ კი აღნიშნა, რომ ვაშინგტონის ადმინისტრაცია ვაქცინის შემუშავებას 2021 წლის იანვრამდე ელოდება. ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია რაიმე გარანტიების გაცემა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად