დონალდ ტრამპი: ვაქცინები აშშ-ში მომავალი კვირიდან დარიგდება

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინებით მომარაგება შეერთებულ შტატებში მომავალი კვირიდან დაიწყება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა, წერს Reuters-ი.

“მთელი მსოფლიო განიცდის ამ პანდემიას, არა მხოლოდ ჩვენ, მთელი მსოფლიო. აშშ-ში ვაქცინები დარიგდება მომავალი კვირიდან”, – განაცხადა ტრამპმა.

მან აღნიშნა, რომ პრეპარატი პირველად გადაეცემა ამერიკის საავადმყოფოებს. მას მიიღებენ გადაუდებელი დახმარების მუშაკები, სამედიცინო მუშაკები და მოხუცები.

პანდემიის დაწყების დღიდან, მსოფლიოში რეგისტრირებულია 60,5 მილიონზე მეტი შემთხვევა, 38,5 მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა და 1,4 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად