დონალდ ტრამპი: უკრაინას ევროკავშირის მხრიდან საკმარისი ფინანსური მხარდაჭერა არ აქვს

ევროპის ქვეყნები შეერთებულ შტატებთან შედარებით, უკრაინისთვის საკმარის თანხას არ გამოყოფენ. ამის შესახებ აშშ-ს ლიდერმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

”თავიდანვე მხარი დავუჭირე უკრაინას, მაგრამ ძალიან ვწუხვარ, რომ სხვა ქვეყნები ამას არ აკეთებენ”, – აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ უკრაინაში უამრავი პრობლემაა.

დონალდ ტრამპის თქმით, გერმანიამ, საფრანგეთმა და „მთელ ევროპულმა კავშირმა“  ქვეყნის მხარდასაჭერად მეტი თანხა უნდა გამოყოს.

“ყოველ შემთხვევაში, ისინი ძალიან ცოტას ხარჯავენ შეერთებულ შტატებთან შედარებით, რითაც კმაყოფილი არ ვარ”,-დასძინა ამერიკის ლიდერმა.

გამოცემა Wall Street Journal-ის (WSJ) წყაროების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან ივლისში გამართული სატელეფონო საუბრის დროს, დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე მოითხოვა, რომ ჯო ბაიდენის შვილის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულიყო.

რობერტ ჰანტერ ბაიდენი 2014 წლიდან უმსხვილეს კერძო კომპანია Burisma Holdings- ის დირექტორთა საბჭოში მსახურობდა. თუმცა, 2019 წელს მან თანამდებობა დატოვა.

ტრამპსა და ზელენსკის შორის პირველი სატელეფონო საუბარი 25 ივლისს შედგა. საუბრის დროს, ამერიკის პრეზიდენტმა თავის უკრაინელ კოლეგას უკრაინის რადას არჩევნებში პარტია “ხალხის მსახურის” გამარჯვება მიულოცა.

გარდა ამისა, აშშ-ს ლიდერმა გამოთქვა მზადყოფნა, უკრაინას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხებში, ასევე რეფორმების პროგრამის განხორციელებაში დაეხმაროს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...