დონალდ ტრამპი უახლოეს მომავალში კიმ ჩენ ინთან შეხვედრას არ გეგმავს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებების მიზნით, უახლოეს მომავალში ფხენიანში ჩასვლას არ გეგმავს. ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავრცელებს.

”უახლოეს მომავალში არ ვგეგმავ. არ მგონია, რომ ის ან ჩვენ ამისთვის მზად ვართ”, – განაცხადა ამერიკის ლიდერმა კითხვაზე საპასუხოდ, არის თუ არა მზად, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მიწვევა მიიღოს.

დონალდ ტრამპმა დასძინა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მხარეებს შორის შეერთებულ შტატებში შეხვედრა სავსებით შესაძლებელია.

16 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეაში მიიწვია. კიმ ჩენ ინმა ამერიკის ლიდერს შესთავაზა, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკება განაახლოს.

ორი ქვეყნის ლიდერებს შორის წინა მოლაპარაკებები 2019 წლის 27-28 თებერვალს ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში გაიმართა და გრაფიკით გათვალისწინებული ორი საათით ადრე დასრულდა  მხარეებმა კონკრეტულ შეთანხმებებს ვერ მიაღწიეს და ერთობლივ განცხადებას ხელი არ მოაწერეს. როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, მას შემდგომი თანამშრომლობის იმედი აქვს და ბირთვული განიარაღების თაობაზე კოლეგის დაპირებების სჯერა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად