დონალდ ტრამპი თურქეთის ეკონომიკის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებით იმუქრება

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზადაა, თურქეთის ეკონომიკის წინააღმდეგ მკაცრი ზომები მიიღოს, თუკი თურქი სამხედროები ჩრდილოეთ სირიაში ქურთების განადგურებას გეგმავენ. ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადა.

”თუ ეს მოხდება, მის (თურქეთის პრეზიდენტი-“აიპრესი”) ეკონომიკას გავანადგურებ”, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ანკარა სირიის ჩრდილოეთით რაციონალურად იმოქმედებს, მაგრამ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ის თურქეთსა და ქურთებს შორის ისტორიულად რთული ურთიერთობების შესახებ ინფორმირებულია.

ოთხშაბათს, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის ჩრდილო- აღმოსავლეთითით სასაზღვრო რაიონებში ოპერაცია დაიწყეს. გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის ოპერაცია ქურთისტანის მუშათა პარტიისა (PKK) და “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგაა მიმართული. ოპერაციის სახელწოდებაა “მშვიდობის გაზაფხული” ((«Peace Spring»).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად