დონალდ ტრამპი სტრიმინგ პლატფორმა Twitch-ზე დარეგისტრირდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სტრიმინგ პლატფორმა Twitch-ზე დარეგისტრირდა. დღის განმავლობაში კი მან 29 ათასი ხელმომწერი მოაგროვა. შედარებისთვის, აშშ-ის პრეზიდენტს თავის ოფიციალურ Twitter ექაუნთზე 65,5 მილიონი ხელმომწერი ჰყავს.

ახლა მის ექაუნთზე ონლაინ რეჟიმში გადასცემენ პრეზიდენტის გამოსვლებს მინესოტას შტატში, მინეაპოლისში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რომელიც ქვეყანაში 2020 წელს ჩატარდება.

Twitch – ვიდეოსტრიმინგ პლატფორმაა, რომელიც 7 წლის წინ შეიქმნა და Amazon-ის შვილობილ კომპანია Twitch Interactive-ს ეკუთვნის. გეიმფლეისა და კიბერსპორტული შეჯიბრებების გარდა, სერვისი ატარებს პოკერის ტურნირსაც.

2017 წელს, Twitch-ზე ყოველდღიურად 15 მილიონი მომხმარებელი შედიოდა, ხოლო თვის განმავლობაში პლატფორმაზე 2 მილიონი სტრიმერის ტრანსლაცია მიმდინარეობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად