დონალდ ტრამპი: სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩემი წყალობით, ნატო იმაზე მეტ ფულს იღებს, ვიდრე ოდესმე

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში, ტვიტერის საკუთარ გვერდზე ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებას გამოეხლაურა.

“იენს სტოლტემბერგმა ახლხახანს განაცხადა, რომ ჩემი წყალობით ნატო, რამდენიმეწლიანი კლების შემდეგ, დღეს იმაზე მეტ ფულს იღებს პარტნიორებისგან და წევრი ქვეყნებისგან, ვიდრე ოდესმე. ამას ტვირთის გადანაწილება ჰქვია. დემოკრატებს და ყალბი ნიუსების გამავრცელებლებს კი საპირისპიროს ჩვენება სურთ” – წერს დონალდ ტრამპი.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...