დონალდ ტრამპი: სოლიდარობის ნიშნად გვერდით დავუდგეთ ლგბტ ადამიანებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ “ტვიტერზე” ლგბტ ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მისმა ადმინისტრაციამ ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის გლობალური კამპანია დაიწყო. დონალდ ტრამპის განცხადებას საქართველოში აშშ-ს საელჩო facebook-ის გვერდზე ავრცელებს.

“ლგბტ პრაიდის თვეს ჩვენ ვზეიმობთ და მივესალმებით ლგბტ ადამიანების განსაკუთრებულ წვლილს ჩვენი დიდი სახელმწიფოს წინაშე. მოდით, სოლიდარობის ნიშნად გვერდით დავუდგეთ იმ უამრავ ლგბტ ადამიანს, რომელიც ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც სჯიან, აპატიმრებენ და სიკვდილსაც უსჯიან სექსუალური ორიენტაციის გამო.

ჩემმა ადმინისტრაციამ ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის გლობალური კამპანია დაიწყო და ვიწვევთ ყველა სახელმწიფოს, შემოგვიერთდნენ ამ ძალისხმევაში!“, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ივნისი მსოფლიოში ლგბტ ღირსების დღეა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...