დონალდ ტრამპი: სირიაში ნავთობზე კონტროლი უნდა შევინარჩუნოთ

მისისიპის შტატში, რესპუბლიკური პარტიის აქტივისტებთან შესახვედრად გაფრენამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან კმაყოფილება გამოთქვა სირიაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, აშშ-სთვის, მთავარ მიზანს ამ ქვეყანაში, ნავთობის კონტროლის შენარჩუნება წარმოადგენს.

„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება წარმატებით გრძელდება. ჩვენ ცოტათი გამოვიწიეთ, მაგრამ ნავთობი შევინარჩუნეთ. დაე სხვებმა განახორციელონ საზღვრის პატრულირება. ჩვენ ეს არ გვჭირდება. ჩვენ გვინდა, რომ ჯარისკაცები შინ დაბრუნდნენ, რადგან ნავთობზე კონტროლი უნდა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ტრამპმა.

„მე მომწონს ნავთობი“, – აღიარა ტრამპმა და განაცხადა, რომ აშშ თანამშრომლობს სირიასთან და ქურთებთანაც, აგრეთვე თურქეთთან და კიდევ სხვა ქვეყნებთან.

კომენტარები
იტვირთება...