დონალდ ტრამპი: სირიას შეუძლია, რუსეთის დახმარებას დათანხმდეს

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ რუსეთი სირიას დაეხმარება, ეს შესანიშნავი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

”სირიას შეუძლია რუსეთის დახმარება მიიღოს და ეს შესანიშნავი იქნება”, – ციტირებს სააგენტო აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქურთები “ანგელოზები არ არიან”. აშშ-ს პრეზიდენტმა დასძინა, რომ ქურთ ამბოხებულებს თავდაცვის კარგი პოტენციალი აქვთ.

ამ კვირის დასაწყისში აშშ-ს მეთაურობით საერთაშორისო კოალიციურმა ძალებმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქი მანბიჯი დატოვეს და მის ნაცვლად სირიის სამთავრობო ჯარები შევიდნენ.

ოთხშაბათს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო პოლიცია მანბიჯში, სირიასა და თურქეთის ჯარებს შორის კონტაქტო ხაზთან პატრულირებს.

თურქეთის სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ სირიაში 9 ოქტომბერს დაიწყო. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, აღნიშნული ოპერაციის მიზნად ე.წ. უსაფრთხო ზონის შექმნა დაასახელა, სადაც სირიელი დევნილები დაბრუნებას შეძლებდნენ. გარდა ამისა, ოპერაცია მიმართულია ქურთების თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად