დონალდ ტრამპი შესაძლოა, 2020 წელს მოსკოვს ეწვიოს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ 2020 წელს მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების თაობაზე აღლუმს დაესწროს. ტელეარხ CNN-ის ცნობით, 8 ნოემბერს, ამერიკის ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვში ვიზიტს მომავალი წლის მაისში განიხილავს.

7 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსულ მხარეს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მოწვევაზე პასუხი ჯერ კიდევ არ მიუღია, დაესწრება თუ არა თეთრი სახლის ლიდერი 9 მაისს, მოსკოვში გამარჯვების დღის აღსანიშნავად დაგეგმილ აღლუმს.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის ქალაქ ოსაკაში გამართული საუბრის დროს, ეს უკანასკნელი “მოწვევას საკმაოდ დადებითად შეხვდა”.

”მაგრამ ჩვენ ჯერ კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია”, – დასძინა  უშაკოვმა.

აგვისტოში იური უშაკოვმა განაცხადა, რომ 2020 წლის 9 მაისს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავის აღსანიშნავად მოსკოვმა მიიწვია: ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, შეერთებული შტატების და საფრანგეთის პრეზიდენტები დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი, ასევე ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად