დონალდ ტრამპი: Saudi Aramco-ზე თავდასხმის შემდეგ, საუდის არაბეთთან ერთად გამოსავალი უნდა ვიპოვოთ

დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები საუდის არაბეთს დაცვას არ დაჰპირებია. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

”არა, საუდის არაბეთის მოქალაქეებს ამას (დაცვას) არ დავპირებივარ… ჩვენ ერთად უნდა დავსხდეთ და აღნიშნულ საკითხზე გამოსავალი ვიპოვოთ” ,- განაცხადა ტრამპმა შესაბამის შეკითხვაზე საპასუხოდ.

14 სექტემბერს, ღამით, საუდის არაბეთის ეროვნული ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. მას წინ უპილოტო საფრენი აპარატით,დრონებით თავდასხმა უძღოდა.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა ნებართვა, საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ის სტრატეგიული რეზერვებიდან გამოიყოს ნავთობი, რათა ბაზრის სტაბილიზაცია მოხდეს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ “გლობალური ენერგიის მომარაგებაზე განხორციელებულ შეტევაში” ირანი დაადანაშაულა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ თეირანმა პასუხი აგოს. ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აბას მუსავმა თავდასხმაში შესაძლო მონაწილეობის თაობაზე ბრალდებები უარყო.

16 სექტემბერს, დონალდ ტრამპი საუდის არაბეთზე თავდასხმის გამო, საპასუხო რეაგირებით დაიმუქრა. მისივე თქმით, თავდასხმაში მთავარი ეჭვმიტანილი დადგინდა და ვაშინგტონი “სამეფოსგან ელოდება ინფორმაციას, თუ რა პირობებში უნდა იმოქმედონ”.

2018 წელს დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთს “დიდი მოკავშირე” უწოდა, რომელიც ამერიკას ირანთან დაპირისპირებაში ეხმარება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად