დონალდ ტრამპი: სასამართლოში მალე შევა ჩვენი დიდი სარჩელი არჩევნების გაყალბებაზე!

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს პირობა დადო, რომ მალე დიდი სარჩელი შევა სასამართლოში, რომელიც არჩევნების გაყალბების დეტალებს გამოავლენს.

“ჩვენი დიდი სასამართლო პროცესი, რომელიც მცირე დეტალებში აჩვენებს ყველა გაყალბებას, მალე შევა სასამართლოში!” – დაწერა მან თავის ტვიტერზე.

მან კომენტარი გააკეთა Polico-სა და Seven Letter Insight-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე, რომლის თანახმად, ტრამპის მომხრეების 79% თვლის, რომ არჩევნები ”მოპარულია”.

”ისინი 100% მართალია, მაგრამ ჩვენ მთელი ძალით ვიბრძვით”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გამოკითხვა ჩატარდა 2020 წლის 10-დან 19 ნოემბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით 1500 ამომრჩეველს შორის, ცდომილების ზღვარია 2.5%.

მანამდე აშშ-ს ფედერალური მთავრობის გენერალურმა ოფისმა აღიარა დემოკრატიული კანდიდატი ჯო ბაიდენი არჩევნებში გამარჯვებულად და გამოაცხადა მზადყოფნა, დაიწყოს ხელისუფლების გადაცემა. ტრამპმა კვლავ უარი თქვა არჩევნებში დამარცხების აღიარებაზე, მაგრამ დაადასტურა, რომ მან გასცა ბრძანება “გააკეთონ ყველაფერი, რაც აუცილებელია ხელისუფლების გადაცემის განსახორციელებლად.”

ტრამპის ადვოკატებმა უკვე შეიტანეს სარჩელი დათვლის პროცედურის, ან არჩევნების შედეგების კანონიერების გასაჩივრების მიზნით, მაგრამ ჯერჯერობით არც ერთი პრეტენზია არ დაკმაყოფილებულა.

აშშ-ს შემდეგი პრეზიდენტის ინაუგურაცია 2021 წლის 20 იანვარს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად