დონალდ ტრამპი ყოფილი ადვოკატისთვის მაქსიმალურ სასჯელს მოითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ყოფილი ადვოკატი მაქსიმალურ სასჯელს იმსახურებს, რადგან მან სასჯელის შემცირების მიზნით ცრუ ჩვენება მისცა. ამის შესახებ ამერიკის ლიდერმა მიკრობლოგ Twitter- ზე დაწერა.

“მაიკლ კოენი სასამართლოს სთხოვს, პატიმრობა არ მიუსაჯონ”,- დასძინა აშშ-ს პრეზიდენტმა.

მან განმარტა, რომ თაღლითობასთან, მსხვილ სესხებთან და სხვა საქმეებთან დაკავშირებული საქმე ხანგრძლივ პატიმრობას მოითხოვს.

ნოემბრის ბოლოს მაიკლ კოენმა ნიუ-იორკის სასამართლოში აღიარა, რომ მან აგვისტოში კონგრესში გამართული მოსმენისას ყალბი ჩვენება მისცა.

მაიკლ კოენის თქმით, მან ხელი შეუშალა იმ ინფორმაციის გამოქვეყნებას, რომელიც ტრამპს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს ზიანს მიაყენებდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად