დონალდ ტრამპი, ფართო საზოგადოების წინაშე დამცავი პირბადით პირველად გამოჩნდა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ფართო საზოგადოების წინაშე პირველად გაიკეთა დამცავი პირბადე შაბათს, ვაშინგტონის გარეუბანში მდებარე ვალტერ რიდის სამხედრო სამედიცინო ცენტრში ვიზიტის დროს. ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს.

“პრეზიდენტი ვალტერ რიდის დერეფანში მიდიოდა, სამედიცინო პერსონალის თანხლებით. მას ეკეთა მუქი ლურჯი დამცავი პირბადე”, – განაცხადეს თეთრ სახლში და აგრეთვე ისიც აღნიშნეს, რომ ტრამპი ამ თემასთან დაკავშირებით არ პასუხობს მედიის კითხვებს.

ხუთშაბათს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი გაიკეთებდა დამცავ პირბადეს სამხედრო ჰოსპიტალში ვიზიტის დროს. მან აღნიშნა, რომ იგი არ ეწინააღმდეგება დამცავი ნიღბების ტარებას, მაგრამ მიაჩნია, რომ მათი ტარება მხოლოდ გარკვეულ პირობებში უნდა ხდებოდეს.

მანამდე, ტრამპი არაერთხელ გააკრიტიკეს პოლიტიკურმა ოპონენტებმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ იგი ცუდ მაგალითს აძლევს თანამოქალაქეებს, როდესაც საზოგადოებრივ ღონისძიებებზე ნიღბის გარეშე მიდის. ივლისის დასაწყისში, ინტერვიუში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დამცავი ნიღბით იგი კომედია ვესტერნის – მარტოხელა რეინჯერის პერსონაჟს ჰგავდა, რომელსაც შავი ნიღაბი ეკეთა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად