დონალდ ტრამპი: პარიზის საპროტესტო აქციის მონაწილეები სკანდირებენ – ჩვენ გვინდა ტრამპი!

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფრანგებს სურთ, რომ იგი ქვეყნის პრეზიდენტად იხილონ. ამის შესახებ ტრამპი თავის ტვიტერზე წერს.

მისი მოსაზრებით, პარიზის შეთანხმება ცუდ გავლენას ახდენს, ხოლო პარიზელები აპროტესტებენ და მონაწილეობას ღებულობენ დემონსტრაციებში, ვინაიდან მზად არ არიან გადაიხადონ დიდი თანხები.

“პროტესტის მონაწილეები სკანდირებენ: ჩვენ გვინდა ტრამპი. მიყვარს საფრანგეთი”, – წერს ტრამპი.

საფრანგეთში მასშტაბური აქციები 17 ნოემბერს დაიწყო. მაშინ საპროტესტო აქციებზე დაახლოებით 300 ათასი ადამიანი გამოვიდა. ამასთან, პარიზში მათ საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში შეღწევა სცადეს.

მიტინგების მონაწილეები ქვეყანაში საწვავისა და გადასახადების ფასების გაზრდას აპროტესტებდნენ.

ამის შემდეგ კი, ქვეყნის ხელისუფლებამ, გადასახადებისა და საწვავის ფასების ზრდის შესახებ გადაწყვეტილება ნახევარი წლის ვადით შეაჩერა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...