დონალდ ტრამპი: ოპეკი უკანონო სტრუქტურაა

ოპეკი – ეს დაუმთავრებელი სტრუქტურაა, რომელიც საკუთარ თავს ანადგურებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართული ბრიფინგის დროს განაცხადა.

“მთელი ცხოვრების განმავლობაში ოპეკ-ის წინააღმდეგი ვიყავი. და რატომ? რა არის ეს? ეს არის უკანონო სტრუქტურა, შეგიძლიათ მას კარტელიც დაარქვათ, შეგიძლიათ მონოპოლიაც უწოდოთ”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, ოპეკი აშშ-ს უსამართლოდ ეპყრობა.

ბრიფინგის დროს, მან გარეთვე დაადასტურა ინფორმაცია იმს შესახებ, რომ მზად არის, საბაჟო გადასახდი დაუწესოს იმპორტირებულ ნავთობს ათასობით, ათი ათასობით სამუშაო ადგილის შესანარჩუნებლად აშშ-ში. “თუკი საჭირო გახდება საბაჟო გადასახადების დაწესება, იმას გავაკეთებ, რაც საჭირო იქნება”, – განაცხადა ტრამპმა.

მან აგრეთვე ისაუბრა თავისი მოლაპარაკებების შესახებ საუდის არაბეთთან და განაცხადა, რომ სამეფო იმედოვნებს, რომ რუსეთთან შეძლებს მოლაპარაკებას ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ. ტრამპის თმით, თუკი ეს მოხდა, ნავთობის მოპლვება შესაძლოა საერთო ჯამში დღეში 10 მილიონი ბარელით, ან უფრო მეტითაც შემცირდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად