დონალდ ტრამპი: ობამას ადმინისტრაციამ აშშ-ში რუსეთის ელჩთან შეხვედრა 22-ჯერ გამართა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინფორმაციით, რუსეთის ელჩი ვაშინგტონში სერგეი კისლიაკი ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს თეთრი სახლის ადმინისტრაციას 22-ჯერ ეწვია. მისი თქმით, 2016 წელს თეთრ სახლში რუსი დიპლომატის მხოლოდ ოთხი ვიზიტი შედგა,-ამის შესახებ აშშ-ის ლიდერი, დონალდ ტრამპი მიკრობლოგ Twitter-ში წერს.

"ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ელჩი (სერგეი კისლიაკი), რომელიც ჯეფ სეშნს შეხვდა, თეთრ სახლს პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის დროს 22-ჯერ ეწვია, და მხოლოდ ოთხჯერ გასულ წელს", – წერს დონალდ ტრამპი.

აშშ-ის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის გენერალურ პროკურორ ჯეფ სეშნსა და აშშ-ში რუსეთის ელჩს, სერგეი კისლიაკს შორის პირველი შეხვედრის ორგანიზატორი ექსპრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია იყო.

"ჯეფ სეშნსს და რუსეთის ელჩს შორის შეხვედრა ობამას ადმინისტრაციის მიერ იყო მიღებული, როგორც ასი ელჩის საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი", – წერს ტრამპი.

The Wall Street Journal-ის ცნობით, აშშ-ის იუსტიციის მინისტრი და გენერალური პროკურორი, ჯეფ სეშნსი გასული წლის ივლისში, საპრეზიდენტო არჩევნების გამართვამდე აშშ-ში რუსეთის ელჩს, სერგეი კისლიაკს ესაუბრა. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ ჯეფ სეშნსი სერგეი კისლიაკს სენატორის რანგში შეხვდა და არა დონალდ ტრამპის გუნდის წარმომადგენლის.

თავად, აშშ-ის გენერალური პროკურორის ჯეფ სეშნსის თქმით, ის საპრეზიდენტო კამპანიის დროს რუსეთის ოფიციალურ პირებს სხვადასხვა საკითხების განსახილველად არ შეხვედრია. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...