დონალდ ტრამპი: ნენსი პელოსს დაუყოვნებლივ დახმარება სჭირდება!

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი მასთან შეხვედრის ჩაშლაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან მიკრობლოგ “ტვიტერის” გვერდზე დაწერა.

”ნენსი პელოსს დაუყოვნებლივ დახმარება სჭირდება! მას თავის ტვინში ყველაფერი რიგზე არ აქვს ან ჩვენი დიდებული ქვეყანა არ მოსწონს. თეთრ სახლში დღეს კონტროლი მთლიანად დაკარგა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამას ვუყურებთ. ილოცეთ მისთვის. ის ავადმყოფია! “,-დაწერა ტრამპმა “ტვიტერზე”.

მანამდე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საკუთარ ანგარიშზე შეხვედრის ამსახველი ფოტო გავრცელა, სადაც ნენსი პელოსი მაგიდასთან დგას და თითით ტრამპზე მიუთითებს.

დონალდ ტრამპი ფოტოს შესახებ წერს: “ნენსი ნერვიულობს, არასწორად მოიქცა!”.

მოგვიანებით, ტრამპმა კიდევ ერთი ფოტო დაამატა, რომელზეც ნენსი პელოსი არ ჩანს. ფოტოზე სენატში უმცირესობის ლიდერი ჩაკ შუმერი და წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის ლიდერი სტენი ჰოიერია. დონალდ ტრამპი “ტვიტერზე” წერს: “დემოკრატები არაფერს აკეთებენ. პელოსი და შუმერი ოფისიდან გაფრინდნენ!”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად