დონალდ ტრამპი მოითხოვს, The New York Times- მა წყაროს ვინაობა დაასახელოს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ Twitter- ზე მოითხოვა, რომ გამოცემა New York Times- მა იმ წყაროს ვინაობა დაასახელოს, ვინც აშშ-ის მიერ რუსეთის ენერგოსისტემაზე შესაძლო კიბერთავდასხმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

“დაუყოვნებლივ უნდა გაამჟღავნონ თავიანთი წყაროები”, – დაწერა დონალდ ტრამპმა.

მისივე თქმით, NYT- ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო კიბერთავდასხმებს ეხება, “ყალბია”.

დონალდ ტრამპმა ასევე დასძინა, რომ გამოცემამ აღნიშნული ინფორმაცია “ყალბი” წყაროებიდან მიიღო.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიკრობლოგ „ტვიტერის“ გვერდზე The New York Times- ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, თითქოს ამერიკამ რუსულ ენერგოსისტემაში თავისი ძალისხმევა გააძლიერა და მოსკოვზე კიბერშეტევა მნიშვნელოვნად გაზარდა. როგორც ამერიკის ლიდერი წერს, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

„წარმოგიდგენიათ, „ნიუ იორკ თაიმსმა“ მოამზადა სტატია, სადაც აცხადებს, რომ აშშ არსებითად ზრდის კიბერთავდასხმებს რუსეთზე. ეს ღალატის ვირტუალური აქტია ერთ დროს დიდებული გაზეთის მიერ, რომელიც სასოწარკვეთილია ნებისმიერი ამბის მოსაპოვებლად, თუნდაც ის ქვეყნისთვის საზიანო იყოს“,- დაწერა დონალდ ტრამპმა.

გამოცემა NYT- ი წყაროების ცნობით, ამერიკელი ექსპერტები რუსულ ელექტროქსელებზე მავნე კოდის განთავსების შესაძლებლობას განიხილავდნენ, რომელსაც, ერთი მხრივ, გამაფრთხილებელი მიზანი იქნება, ხოლო მეორეს მხრივ, კიბერშეტევებისთვის იქნება გამოყენებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...