დონალდ ტრამპი: მჯერა, რუსეთთან და ჩინეთთან ერთად ახალ ბირთვულ შეთანხმებას გავაფორმებთ

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და ჩინეთმა ხელშეკრულება უნდა გააფორმონ, რომელიც ბირთვული იარაღის განვითარებას ზღუდავს.

”ჩინეთი და რუსეთი, რომელთანაც ჩვენ ვსაუბრობთ, ( ბირთვული იარაღის შეთანხმებაზე -“აიპრესი), 100%-ით დაინტერესებული არიან ამით. ჩვენ ყველას გვჭირდება შეთანხმება…ვფიქრობ, რუსეთს გარიგების გაფორმება სურს. ასევე, მიმაჩნია, რომ ჩინეთსაც სურს ისეთი გარიგება, რომელიც გასაოცარი იქნება. მსურს, რომ ამის ნაწილი ვიყო”,- განაცხადა ტრამპმა Fox News– თან ინტერვიუში.

აშშ-ს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან წინა ხელშეკრულება შეწყდა, რადგან ამერიკამ “დაადგინა, რომ  რუსეთი იმას აკეთებდა, რაც შეთანხმების შესაბამისად არ უნდა შეესრულებინა”.

მან აღნიშნა, რომ აშშ-ს ბირთვული იარაღი ისეთ დონეზეა, რომელიც აქამდე არ ყოფილა.

”ჩვენ გვაქვს ბირთვული არსენალი, ბირთვულ იარაღსაც ვქმნით, მაგრამ ეს ის არ არის, რაც მე მსურს”, – განმარტა ტრამპმა.

მისი თქმით, ახლა შეერთებულ შტატებს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ბირთვული არსენალი აქვს, მეორე ადგილზეა რუსეთი, ხოლო მესამეზე ჩინეთი.

”ეს ძალიან ძვირი და საშიში, ძალიან სახიფათო,” – განმარტა დონალდ ტრამპმა.

”მჯერა, რომ რუსეთთან, ჩინეთთან ერთად ბირთვულ შეთანხმებას გავაფორმებთ, რათა ეს სიგიჟე არ გაგრძელდეს”, – დასძინა დონალდ ტრამპმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად