დონალდ ტრამპი მის შესაძლო იმპიჩმენტზე: ეს ყველაფერი სიყალბეა

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მას წარმომადგენელთა პალატაში მისი იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით ღია განხილვები ჯერ კიდევ არ უნახავს.

”არცერთი წუთი არ მინახავს”, -განაცხადა მან თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

”ეს ყველაფერი სიყალბეა (დემოკრატების მცდელობა, რომ მისი იმპიჩმენტი მოხდეს) და უნდა აიკრძალოს”, – დასძინა ტრამპმა.

წარმომადგენელთა პალატაში ღია მოსმენა ოთხშაბათს დაიწყო და როგორც მოსალოდნელია, საკითხის განხილვა მომავალი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

25 სექტემბერს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის მიზეზი კი გახდა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკიზე ზეწოლის მოხდენას ცდილობდა ყოფილი ვიცეპრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვაჟის წინააღმდეგ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, თეთრმა სახლმა ლიდერების საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნდა, ხოლო წარმომადგენელთა პალატაში გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადეს. დონალდ ტრამპმა, თავის მხრივ, ნენსი პელოსი სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა. თეთრმა სახლმა, იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში, დემოკრატებთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად