A1 ბანერი

დონალდ ტრამპი: მექსიკასთან მსხვილი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმეთ

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ მექსიკასთან მსხვილი სავაჭრო შეთანხმება გაფორმდა.

ამერიკის ლიდერისის განმარტებით, მან მექსიკის საზღვართან კედლის აშენების შემდეგ თანხის მიღების თაობაზე მისი დაპირება შეასრულა.

“ხშირად ვამბობდი სხვადასხვა ვარიაციით, რომ „მექსიკა კედლის გამო საფასურს გადახდიდა“. ჩვენ მექსიკასთან მსხვილ სავაჭრო ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ.

ეს (შეთანხმება ) წელიწადში მილიონობით დოლარს მოგვიტანს, რაც ბევრად უკეთესია, ვიდრე წარუმატებელი NAFTA-ს შეთანხმება, რომელიც მას შეცვლის”, – წერს დონალდ ტრამპი.

იმის გამო, რომ დემოკრატიული პარტია ამერიკა-მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთის  2019 წლის ბიუჯეტში 5 მილიარდი დოლარის გამოყოფას არ თანხმდება, აშშ-ში, 22 დეკემბრიდან “შათდაუნი” გრძელდება (მთავრობის მუშაობის შეჩერება). ფედერალური უწყებები უკვე რამდენიმე დღეა არ მუშაობენ.

აშშ-ში შიშობენ, რომ დონალდ ტრამპი საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს, რომელიც მას საშუალებას მისცემს, სამხრეთ საზღვართან კედლის აშენებისთვის კონგრესის თანხმობის გარეშე, 5,6 მილიარდი დოლარი გამოყოს, რაც საგანგებო მდგომარეობის დროსაა განკუთვნილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...