დონალდ ტრამპი ხელისუფლების გადაბარების პროცესს დათანხმდა, თუმცა ბრძოლას აგრძელებს

ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური სერვისების ადმინისტრაციამ ქვეყნის არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს აცნობა, რომ სააგენტო მას არჩევნებში გამარჯვებულად მიიჩნევს და ბაიდენის გუნდს შეუძლია, ხელისუფლების ჩაბარების პროცესი დაიწყოს.

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენისთვის, ხელისუფლების გადაბარების პროცესის დაწყებას დათანხმდა, თუმცა აცხადებს, რომ ბრძოლას აგრძელებს და გამარჯვებაში დარწმუნებულია.

“მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო სერვისების ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ემილი მერფის ჩვენი ქვეყნის ერთგულებისთვის. მას აშინებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ და არ მინდა, რომ ეს ხდებოდეს მის და სააგენტოს თანამშრომელების წინააღმდეგ.  ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და მჯერა, რომ გავიმარჯვებთ.” – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ინაუგურაცია 2021 წლის 20 იანვარს არის დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად