A1 ბანერი

დონალდ ტრამპი კალიფორნიაში მომხდარ სროლას გამოეხმაურა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ კალიფორნიაში ერთ-ერთ ბარში მომხდარ სროლას გამოეხმაურა.

სახელმწიფო მეთაურის განცხადებით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან.

“სრულიად ინფორმირებული ვარ კალიფორნიაში მომხდარი საშინელი სროლის გამო … ღმერთმა დალოცოს ყველა დაღუპული და მათი ოჯახის წევრები”, – აღნიშნა ტრამპმა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა პოლიციას  სიმამაცისთვის.

როგორც ცნობილია, კალიფორნიაში, ბარში მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. თუმცა, გარდაცვალების გარემოებები არ ხმაურდება.

უკანასკნელი მონაცემებით, სროლის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, ინციდენტის დროს ასზე მეტი ადამიანი იყო დაწესებულებაში, მათ შორის უმრავლესობა სტუდენტი. თვითმხილველთა განცხადებით, მამაკაცმა მინიმუმ 30-ჯერ გაისროლა.

ინციდენტი Borderline Bar&Grill-ში, ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბარში სტუდენტური საღამო მიმდინარეობდა. პოლიცია ტერაქტის ვერსიას არ გამორიცხავს.

სტატიის ავტორი თაკო ჩხაიძე
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...