დონალდ ტრამპი: ჯონ ბოლტონს თანამდებობიდან გადადგომა ვურჩიე

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განმარტა, თუ რატომ გადადგა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი, ჯონ ბოლტონი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

დონალდ ტრამპის თქმით, ჯონ ბოლტონი მასთან გვიან საღამოს, გადადგომის წინა დღეს მივიდა.

”მე მას ვუთხარი:” ჯონ, ბევრი ჩვენგანი შენს ტაქტიკას არ ეთანხმება, მათ შორის მეც, გირჩევ, რომ გადადგე”, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

მეორე დღეს დონალდ ტრამპის მრჩეველი გადადგა. ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ჯონ ბოლტონი კარგად იმუშავებს.

დონალდ ტრამპის თქმით, ჯონ ბოლტონს ვენესუელის საკითხთან დაკავშირებით არასწორი პოზიცია ჰქონდა. სახელმწიფოს მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ყოფილი მრჩეველი თეთრ სახლში მნიშვნელოვან ადამიანებთან ერთად შეხვედრებს არ მართავდა და მან არაერთი შეცდომა დაუშვა, მათ შორის ჩრდილოეთ კორეის შესახებ რეკომენდაციებში.

11 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომჯონ ბოლტონის თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლო მიზეზი  ირანის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო. დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის შემსუბუქების მომხრე იყო, ხოლო ბოლტონი კატეგორიული წინააღმდეგი.

ტრამპმა ბოლტონი 10 სექტემბერს გაათავისუფლა. ის რაც წელიწად ნახევარზე მეტია, რაც ამ თანამდებობას იკავებდა. ამერიკის ლიდერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მის მრჩეველს მკაცრი შეხედულებები გააჩნდა, მაგრამ ის მის შეკავებას ახერხებდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...