დონალდ ტრამპი: ირანს ამერიკასთან ხელშეკრულების გაფორმება სურს

ირანს შეერთებულ შტატებთან ხელშეკრულების გაფორმება სურს, მაგრამ მისმა ხელისუფლებამ არ იცის, ვაშინგტონთან მოლაპარაკება საიდან უნდა დაიწყოს. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

”ჩვენ შეგვიძლია რამე სწრაფად მოვიმოქმედოთ მაგრამ მათ [ირანელებმა] არ იციან, საიდან დაიწყონ,” – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

მისი აზრით, თეირანს ასევე სურს მოლაპარაკებები გიბრალტარში დაკავებული ტანკერის Grace 1-ის შესახებ დაიწყოს. დონალდ ტრამპის შეფასებით, ირანელები “ამაყი ხალხია”.
”მაგრამ მათი ეკონომიკა იშლება და ინფლაცია ჭერზე მაღლა დგას. ირანელების საქმე ცუდად მიდის, მაგრამ ისინი თავიანთ ნავთობს არ ყიდიან”,- დასძინა ტრამპმა.
15 აგვისტოს გიბრალტარის ხელისუფლებამ ირანული ტანკერი Grace 1 გაათავისუფლა, რომელიც ევროკავშირის სანქციების დარღვევით, სირიაში ნედლი ნავთობის გადატანაში იყო ეჭვმიტანილი. ტანკერი 4 ივლისს დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად