დონალდ ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერს: გამოთქმები ფრთხილად შეარჩიე!

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის ურჩევს, გამონათქვამების არჩევისას უფრო ფრთხილად იყოს,-ამის შესახებ ტრამპმა მიკრობლოგ “ტვიტერის” გვერდზე დაწერა.

”ირანის ეგრეთ წოდებულმა ”უზენაესმა ლიდერმა ”, რომელიც ცოტა ხნის წინ არცთუ ისე უზენაესი აღმოჩნდა, აშშ-სა და ევროპის მისამართით საზიზღარი რაღაცები თქვა. როცა ირანი იშლება, ხალხი გაჭირვების გამო იტანჯება, მან (აიათოლა ალი ხამენეიმ-“აიპრესი”) საკუთარი გამოთქმები დიდი სიფრთხილით უნდა შეარჩიოს!”, – დაწერა ამერიკის პრეზიდენტმა მიკრობლოგ “ტვიტერზე”.

პარასკევის ლოცვის დროს ხამენეიმ ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი ირანის ბირთვული შეთანხმების შენარჩუნებასთან დაკავშირებით უუნარობაში დაადანაშაულა.

”მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა დატოვა, ამ სამი ქვეყნის აღარ მჯერა. ისინი არაფერს აკეთებენ, მხოლოდ შეერთებული შტატების ინტერესებს ემსახურებიან. ისინი ნამდვილად ამერიკის მარიონეტები არიან”, – განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.

როგორც მან დასძინა,  აღნიშნული ქვეყნები ელოდებიან, რომ “შეერთებულმა შტატებმა ირანი მუხლებზე დააჩოქოს”, მაგრამ ეს არ მოხდება.

ერაყში ამერიკის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ირანის სამხედრო მეთაურის, კასემ სულეიმანის ლიკვიდაციას ხამენეიმ “ამერიკის სირცხვილი” უწოდა. მისი თქმით, “ამერიკა მხდალი აღმოჩნდა, რომელსაც სულეიმანთან ღია ბრძოლაში შეხვედრის შეეშინდა”.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად