დონალდ ტრამპი: ჰილარი კლინტონი ჭკუიდან შეიშალა!

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს ჰილარი კლინტონს შეშლილი უწოდა მისი ნათქვამის გამო ამერიკის პოლიტიკის შესახებ, რომელიც, კლინტონის მოსაზრებით, რუსეთის საკეთილდღეოდ მოქმედებს. ამის შესახებ ტრამპი Twitter-ზე წერს.

„ჰლარი ჭკუიდან შეიშალა!“, – წერს დონალდ ტრამპი. „სინამდვილეში კი მე მომწონს რუსი ხალხი. ყველა ადამიანი მომწონს საერთოდ!“.

როგორც CNN-ი წერს, აქამდე ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ რუსეთს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, თავისი კანდიდატურის წარდგენა სურს.

„იგი რუსეთის ფავორიტია“, – განაცხადა კლინტონმა, თუმცა პიროვნების ვინაობა არ დაუკონკრეტებია. ჰილარი კლინტონმა აგრეთვე აღნიშნა, რომ რუსეთს აქვს ბევრი ვებ-გვერდი, ბოტები და სხვა ბერკეტები.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის ნოემბერში ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად