დონალდ ტრამპი: გრენლანდიის შეძენა სტრატეგიული თვალსაზრისით მსურს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დანიიდან კუნძულ გრენლანდიის შეძენა სურს. ამის შესახებ მან თეთრ სახლში ჟურნალისტებთან განაცხადა.

დონალდ ტრაპის თქმით, იგი აღნიშნული საკითხით მხოლოდ ”სტრატეგიული” თვალსაზრისით არის დაინტერესებული. თუმცა, აშშ-ს პრეზიდენტი ირწმუნება, რომ კუნძულის შესყიდვის საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგში პრიორიტეტი არ არის.

16 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპი კუნძულ გრენლანდიის შესყიდვის შესაძლებლობას განიხილავს. როგორც ამერიკული მედია წერს, დონალდ ტრამპმა ეს იდეა საკუთარ მრჩევლებთან განიხილა, რომლებმაც მის გეგმას ”ეკონომიურად სიცოცხლისუნარიანი” უწოდეს.

შეფასდა, რომ ამ გარიგების ღირებულება შესაძლოა 10 ტრილიონი აშშ დოლარი იყოს, ეს თანხა აშშ-ს მშპ-ს ნახევარს აღემატება.

დანიელი პოლიტიკოსები ამერიკის ლიდერის მიერ გრენლანდიის შესყიდვის იდეით აღშფოთებულები არიან და მას არასერიოზულ განცხადებას უწოდებენ.
”იდეა იმის შესახებ, რომ დანიამ შესაძლოა შეერთებულ შტატებს 50,000 მოქალაქე გადასცეს, სრულიად არასერიოზულია”, – განაცხადა დანიის ხალხის პარტიის წარმომადგენელმა სერენ ესპერსენმა.
გრენლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ეს ტერიტორია ღიაა ბიზნესისა და ტურიზმისთვის, მაგრამ არ იყიდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...