დონალდ ტრამპი: გავეცი ბრძანება, რომ სამართალდამცავებმა ძალაუფლების უსაფრთხო გადაცემა უზრუნველყონ

წარმომადგენელთა პალატის მიერ იმპიჩმენტის გამოცხადების შემდეგ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა პირველი კომენტარი გააკეთა. ტრამპის თქმით, იგი უპირობოდ გმობს ძალადობას.

“ძალადობა ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენი მოძრაობა უჭერს მხარს. ჩემი ჭეშმარიტი მხარდამჭერი არ დაუჭერდა მხარს პოლიტიკურ ძალადობას, არასდროს მოექცეოდა უღირსად სამართალდამცავებს, არასდროს დაემუქრებოდა და შეავიწროებდა თანამოქალაქეებს. თუ თქვენ ამას აკეთებთ, მაშინ ჩვენი მოძრაობის მხარდამჭერი არ ხართ”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ სამართალდამცავებს დაავალა, რომ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე უსაფრთხოების დასაცავად ყველა საჭირო საშუალება გამოიყენონ.

“ფედერალურ სააგენტოებს დავავალე, რომ ყველაფერი გააკეთონ, რათა ვაშინგტონში წესრიგი იყოს დაცული. ჩვენ მოვახდინეთ ათასობით გვარდიელის მობილიზაცია, რათა დავიცვათ ქალაქი, რომ ძალაუფლების გადაცემამ უსაფრთხოდ და ინციდენტების გარეშე ჩაიაროს. როგორც ბევრი თქვენგანი, მეც შოკირებული და დამწუხრებული ვარ კაპიტოლუმში მომხდარის გამო”, – განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, 13 იანვარს წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადა. ეს პირველი შემთხვევაა აშშ-ის ისტორიაში, როდესაც პრეზიდენტს იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად