დონალდ ტუსკი: ევროკავშირი ”მკაცრ” Brexit-ს არასდროს დათანხმდება

ევროსაბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროკავშირი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირთან შეთანხმების გარეშე გასვლას არასდროს დათანხმდება.

“ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი სცენარისთვის, მაგრამ ერთი რამ გასაგები უნდა იყოს: როგორც პრემიერმინისტრ (დიდი ბრიტანეთის პრემიერი -“აიპრესი) ჯონსონს ვუთხარი, “მკაცრი” Brexit-ი არასდროს იქნება ჩვენი გადაწყვეტილება “,-ნათქვამია დონალდ ტუსკის განცხადებაში, რომელიც ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე გავრცელდა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ დონალდ ტუსკი ამჟამად Brexit- ის გადავადების შესახებ კონსულტაციებს ევროკავშირის ლიდერებთან მართავს. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირი აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას “უახლოეს დღეებში” მიიღებს.

ცნობილია, რომ Brexit– ის შეთანხმებაზე კენჭისყრა საბოლოოდ მიმდინარე კვირის ბოლოს თემთა პალატაში გაიმართება.

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა 2019 წლის 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად