დონალდ ტრამპი: დემოკრატები არჩევნებში მხოლოდ ხმების გაყალბებით თუ გაიმარჯვებენ

შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტია მოახლოებულ არჩევნებში გამარჯვებას მხოლოდ ხმის მასიური გაყალბებით თუ შეძლებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ ჯერსიში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

სახელმწიფოს მეთაური ადანაშაულებს დემოკრატიულ პარტიას, რომ უმეტეს ამერიკულ შტატებში მათ სურთ, რომ გაუქმდეს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემისთვის დოკუმენტის წარდგენის შესახებ მოთხოვნა და პირადობის მოწმობის შემოწმება.

“რატომ კეთდება ეს? ეს კეთდება გაყალბების მიზნით. მათ სურთ, რომ მიპარონ არჩევნები, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომლის მეშვეობით მათ გამარჯვება შეუძლიათ”, – განმარტა ტრამპმა თავისი აზრი.

მისივე თქმით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა და კონგრესის სენატში დემოკრატიული უმცირესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა “პარტიის რადიკალური ფრთის მოთხოვნის გამო, გადაწყვიტეს ფედერალური მხარდაჭერა მძევლად აიყვანონ”.

”ჩვენ ამაზე ვერ შევთანხმებით”, – თქვა ტრამპმა და იმედი გამოთქვა, რომ კონგრესში მისი რესპუბლიკური პარტია იპოვის გზას, რათა დაარწმუნოს ოპოზიცია ამ საკითხზე კომპრომისზე წამოსვლაში.

პარასკევს თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა და დემოკრატებმა ვერ შეძლეს შეთანხმებულიყვნენ კორონავირუსის პანდემიის ფონზე აშშ-ს ეკონომიკის სტიმულირების ახალი პაკეტის შესახებ. ამის შესახებ აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა განაცხადა მას შემდეგ, რაც იგი და თეთრი სახლის შტაბის უფროსი მარკ მეიდოვსი შეხვდნენ პელოსსა და სუმერს. შედეგად, ტრამპმა დამოუკიდებლად მიიღო დადგენილებები, რომლებიც მიმართული იყო პანდემიის მიერ ამერიკელების ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენის შემცირებისკენ.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს არის დაგეგმილი. დემოკრატიული პარტიიდან კანდიდატი სავარაუდოდ ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი იქნება, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი კი – ტრამპი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად