დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ მან ქვეყნის სხვა პრეზიდენტებზე მეტი გააკეთა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ მან ქვეყნის სხვა პრეზიდენტებზე მეტი გააკეთა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, პრეზიდენტობის კანდიდატ დემოკრატ ოპონენტ დონალდ ტრამპთან პირველი სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა.

ტრამპის თქმით, ქვეყანაში არ არსებობდა ადმინისტრაცია, რომელიც მიაღწევდა იმას, რისი მიღწევაც მან მოახერხა.

“არ ყოფილა არც ერთი პრეზიდენტი თუ ადმინისტრაცია, რომელმაც სამ წელიწად-ნახევარში იმდენი გააკეთა რამდენიც მე. კოვიდამდე ჩვენ ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკა გვქონდა, უმუშევრობის დაბალი მაჩვენებელი, ყველაფერი კარგად იყო. შემდეგ კოვიდმა დაგვარტყა, თუმცა ახლა ხელახლა ვაშენებთ ეკონომიკას. მე თავიდან ავაშენე სამხედრო ძალები, მათ შორის კოსმოსური ძალები და ვეტერანების საქმეები მოვაწესრიგე, რომლებიც სრულიად არეული იყო ბაიდენის დროს”, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ს მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად