აშშ-ში წარმოუდგენელი, ახალი შეიარაღების, მათ შორის წყალქვეშა გემების შექმნაზე მუშაობენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განუცხადა. შესაბამისი ტექსტი თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.
„ჩვენ ისეთი შეიარაღება გვაქვს, საერთოდ ვერავინ რომ წარმოიდგენს… მათაგნ რაღაც ნაწილის დემონსტრირებას მოვახდენთ, მაგრამ რაღაცებისას – არა“, – აღნიშნავს ტრამპი.
მან აგრეთვე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აგრეთვე ანვითარებს და ანახლებს ტავის ბირთვულ შეიარაღებას.
„ჩვენ შევქმნით წყალქვეშა გემებს, რომელსაც საერთოდ ვერავინ წარმოიდგენდა“, – აცხადებს პრეზიდენტი.
იგი აგრეთვე იმედს გამოთქვამს, რომ მათი გამოყენება ქვეყანას არასდროს დასჭირდება.