დონალდ ტრამპი: “ჩრდილოეთ ნაკადი-2” გერმანიას რუსეთის მძევლად აქცევს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობებს განიხილავს. ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან ერთობლივად გამართა.

„ჩვენ ვიცავთ გერმანიას რუსეთისგან, ხოლო რუსეთი გერმანიისგან მილიონობით და მილიონობით აშშ დოლარს ღებულობს. „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ გერმანიას რუსეთის მძევლად აქცევს.“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

როგორც Bloomberg იუწყება, ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი კომპანიების, ან ხელისუფლებების წინააღმდეგ შეიძლება დაწესდეს სანქციები.

„ჩრდილოეთ ნაკადი-2“ – ეს კომპანია „გაზპრომის“ ტრანსბალტიკური გაზსადენია, რომლის ორმა განშტოებამ უნდა დააკავშიროს რუსეთი და გერმანია. მილის საპროექტო სიმძლავრე, წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრია. მილის საზღვაო ნაწილი კი რუსეთის, ფინეთის, შვედეთის, დანიისა და გერმანიის წყლებში გადის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...