დონალდ ტრამპი: ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას არ ვჩქარობთ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის საკითხში „არ ჩქარობს“. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. დონალდ ტრამპმა კომენტარი ჩრდილოეთ კორეელ პოლიტიკოსებსა და სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის მოლაპარაკებების გადადებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც 8 ნოემბერს უნდა გამართულიყო. ინფორმაციას საგენტო Associated Press ავრცელებს.

“მინდა აღვადგინოთ სანქციები, მაგრამ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რეაგირება უნდა იყოს. ჩვენ არ ვჩქარობთ. არ არსებობს პიკი”,- განაცხადა ტრამპმა.

7 ნოემბერს, სააგენტო “როიტერი” სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს შეხვედრა ჩრდილოეთ კორეელ პოლიტიკოსებთან გადაიდო.

შეხვედრა ნიუ იორკში ხუთშაბათს, 8 ნოემბერს უნდა გამართულიყო. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოლაპარაკებები იმ დროისთვის დაიგეგმება, როდესაც ორივე მხარეს თავისუფალი გრაფიკი ექნება.

“შეერთებული შტატები კვლავ ყურადღებას უთმობს სინგაპურში ივნისის სამიტზე პრეზიდენტ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ, კიმ ჩენ ინს შორის შეთანხმების შედეგად აღებულ ვალდებულებებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, მედია იტყობინებოდა, რომ შეერთებული შტატები და ჩრდილოეთ კორეა კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული განიარაღების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას მხარს უჭერენ.

სტატიის ავტორი თაკო ჩხაიძე
კომენტარები
იტვირთება...