დონალდ ტრამპი: ბორის ჯონსონი პრემიერის პოსტზე ბრწყინვალე იქნება

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბორის ჯონსონს კონსერვატიული პარტიის ლიდერად და შესაბამისად, ბრიტანეთის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა. ამის შესახებ მან მიკრობლოგ “ტვიტერზე” დაწერა.

დონალდ ტრამპის შეფასებით, ამ თანამდებობაზე ბორის ჯონსონი “დიდებული იქნება”.

“ვულოცავთ ბორის ჯონსონს გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერად არჩევას. ის ბრწყინვალე იქნება!”,-წერს დონალდ ტრამპი.

დიდი ბრიტანეთის მომავალი პრემიერმინისტრის ბორის ჯონსონის განმარტებით, კონსერვატიული პარტიის მიზანი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერის ჯერემი კორბინის დამარცხება და Brexit-ის პროცესის დასრულებაა.

დღეს, დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ლონდონის ყოფილი მერი, ბორის ჯონსონი, ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელად აირჩიეს.

ოთხშაბათს, 24 ივლისს ბორის ჯონსონი ქვეყნის პრემიერმინისტრი გახდება მას შემდეგ, რაც ამჟამინდელ პრემიერს, ტერეზა მეის უფლებამოსილება შეუწყდება.
მთავრობის ამჟამინდელი პრემიერმინისტრის თანამდებობას ოფიციალურად ოთხშაბათს დატოვებს. ბოლო სხდომის შემდეგ, ტერეზა მეი პარლამენტში პარლამენტარების კითხვებს უპასუხებს. აღნიშნულის შემდეგ, დედოფალი ელისაბედ II ტერეზა მეის გადადგომის თაობაზე გადაწყვეტილებას დააკმაყოფილებს და ახალ პრემიერს მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს.
ოთხშაბათს, საღამოს გაირკვევა, თუ ვინ დაიკავებს ბრიტანეთის მთავრობაში წამყვან პოზიციებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...