დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევენებში მონაწილეობას მიიღებს

აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მან შესაძლოა კენჭი იყაროს 2024 წელს სახელმწიფოს მეთაურის არჩევნებში. ამის შესახებ მან განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრებთან სიტყვით გამოსვლისას.

“მშვენიერი ოთხი წელიწადი იყო. ჩვენ ვცდილობთ, კიდევ ოთხი წელი მივიღოთ. თუ არ გამოვა, მაშინ შევხვდებით ოთხი წლის შემდეგ”, – თქვა ტრამპმა.

მანამდე მედია იუწყებოდა, რომ ტრამპმა შეიძლება გამოაცხადოს 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის გეგმების შესახებ. Daily Beast იტყობინება, რომ პრეზიდენტმა შეიძლება 20 იანვარს გამართოს კამპანიასთან დაკავშირებული ღონისძიება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შესახებ. Washington Post-ის თანახმად, ტრამპმა შესაძლოა განაცხადოს, რომ აპირებს მონაწილეობა მიიღოს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა. ოფიციალურად, მისი შედეგები ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა წამყვანი ამერიკული მედიის შეფასებით, ტრამპის კონკურენტმა, დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.

ტრამპი უარს ამბობს დამარცხების აღიარებაზე და ამტკიცებს, რომ ბაიდენმა უპირატესობა გაყალბებისა და სხვა დარღვევების ხარჯზე მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად