დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს ვაქცინა სამ-ოთხ კვირაში ექნება

აშშ-ს კორონავირუსის ვაქცინა შეიძლება მზად იყოს სამ ან ოთხ კვირაში. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ABC-ს ეთერში გამოსვლისას განაცხადა.

“წინა ადმინისტრაციებს, ვაქცინის მისაღებად ალბათ წლები დსჭირდებოდათ, ჩვენ კი მის მისაღებად რამდენიმე კვირა დაგვრჩა. ეს შესაძლოა იყოს სამი-ოთხი კვირა. ჩვენ გვყავს შესანიშნავი კომპანიები და ისინი მიზანთან ძალიან, ძალიან ახლოს არიან”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ კორონავირუსი გაქრება იმის გამო, რომ დროთა განმავლობაში ადამიანებს “ჯოგური იმუნიტეტი” გაუჩნდებათ.

“როდესაც ვაქცინა გვექნება, კორონავირუსი გაცილებით სწრაფად გაქრება. მაგრამ ის ვაქცინის გარეშეც გაქრებოდა, ჯორჯ”, – თქვა ტრამპმა და მიმართა ABC-ს წამყვან ჯორჯ სტეფანოპულოსს. მან თავის მხრივ სთხოვა პრეზიდენტს, განემარტა თუ რას გულისხმობდა იგი ამაში.

როგორც ჩანს, ტრამპი გულისხმობდა ე.წ. ჯოგურ იმუნიტეტს, რომლის შემუშავებაც ხდება მას შემდეგ, რაც ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა გადაიტანს ამა თუ იმ დაავადებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად