დონალდ ტრამპი აშშ-ში ფსიქიატრიული საავადმყოფოების რაოდენობის გაზრდას მოითხოვს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ფსიქიატრიული საავადმყოფოების რაოდენობა აუცილებლად უნდა გაიზარდოს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მან განმარტა, რომ აშშ-ს მოქალაქეებზე მასობრივი თავდასხმების გამო, ხელისუფლებას ამ პროექტის
განხორციელება სურს.
”თუ გავიხსენებთ 60-70-იან წლებს, ასეთი საავადმყოფოების დიდი რაოდენობა დაიხურა და ხალხი უბრალოდ ქუჩაში გავუშვეს. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ამ ადამიანებმა ქუჩაში იარონ, ”- განაცხადა ამერიკის ლიდერმა.

აგვისტოს დასაწყისიდან, შეერთებულ შტატებში სროლის სამი ინციდენტი მოხდა. 4 აგვისტოს ღამით, კონორ ბეტსმა ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი ოჰაიოს შტატში, ერთ – ერთ ბარში გახსნა. თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის ლიკვიდაცია განახორციელეს.

მორიგი ორი შემთხვევა ჩიკაგოში, ილინოისისა და ტეხასის შტატის ქალაქ ელ – პასოში მოხდა. პირველი თავდასხმის შედეგად, შვიდი ადამიანი დაშავდა, ხოლო მეორე ინციდენტს 22 ადამიანი ემსხვეპლა, დაშავდა ათობით ადამიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...