დონალდ ტრამპი: აშშ-ში მიმდინარე არეულობა შიდა ტერორისტული აქტებია

შეერთებულ შტატებში მიმდინარე არეულობა არ არის მშვიდობიანი დემონსტრაციები, არამედ ეს შიდა ტერორისტული აქტებია. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ვარდების ბაღში განაცხადა, სადაც იგი თანამოქალაქეებს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციების და არეულობების შესახებ საუბრობდა.

“ლინკოლნის მემორიალს და მეორე მსოფლიო ომის მემორიალს თავს დაესხნენ ვანდალები. ეს არ არის მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლები. ეს არის შიდა ტერორისტული აქტები. უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და ღმერთის წინააღმდეგ.” – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს ფედერალური მთავრობა მზადაა გამოიყენოს ეროვნული შეიარაღებული ძალები კანონის და წესრიგის დასაცავად ქვეყნის იმ ადგილებში, სადაც ბოლო დღეებში მოხდა დიდი არეულობა.

“დღეს მე მკაცრად ვურჩიე აშშ-ს თითოეულ გუბერნატორს, რომ ქუჩებში განათავსონ ეროვნული გვარდიის საკმარისი რაოდენობა იმისათვის, რომ ქუჩაში დომინანტობდნენ. მერებმა და გუბერნატორებმა უნდა უზრუნველყონ სამართალდამცავი ორგანოების უსაფრთხოება მანამ, სანამ ძალადობა არ გაჩერდება. თუ ქალაქი, ან შტატი უარს იტყვის აუცილებელ ქმედებებზე მაცხოვრებლების სიცოცხლისა და ქონების დასაცავად, მე განვათავსებ აშშ-ს შეიარაღებულ ძალებს და სწრაფად მოვაგვარებ პრობლემას მათთვის.”- თქვა ამერიკელმა ლიდერმა.

ტრამპის თქმით, აშშ-ს ფედერალური მთავრობა, მთელი თავისი სამოქალაქო და სამხედრო რესურსების მობილიზებას აპირებს, რათა ქვეყანაში დიდი არეულობა დასრულდეს.

“მობილიზდება ყველა არსებული ფედერალური რესურსი, როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო, რათა შეჩერდეს არეულობა და ძარცვა, განადგურება და ცეცხლი… რათა დავიცვათ სამართალდამცავი ამერიკელების უფლებები, მათ შორის თქვენი უფლება ცეცხლსასროლი იარაღის შეძენასა და ტარებაზე აშშ-ს კონსტიტუციის შესაბამისად”, – თქვა ამერიკელმა ლიდერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად