დონალდ ტრამპი: აშშ-ს ირანთან მოლაპარაკებებში შუამავლები არ სჭირდება

აშშ-ს ირანთან მოლაპარაკებებში შუამავლები არ სჭირდება. ამის შესახებ ამერიკის ლიდერმა დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატა ალ-სისთან გამართული შეხვედრის დროს ჟურნალისტებს განუცხადა. პრესკონფერენციის ჩანაწერი თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გავრცელდა.

”ჩვენ არ გვჭირდება შუამავალი. ირანს რაღაცის მიღწევა სურს და არ ვფქირობ, რომ ჩვენ შუამავალი გვჭირდება ”,-განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

ის ამ განცხადებით საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის სურვილს გამოეხმაურა, რომ მზადაა, ვაშინგტონსა და თეირანს შორის შუამავლის როლი იკისროს.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის ლიდერი მისი მეგობარია, მაგრამ აშშ შუამავლებს არ ეძებს.

აშშ-ს ლიდერმა ასევე დაადასტურა, რომ ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანთან შეხვედრას არ გეგმავს.
თუმცა, ადრე დონალდ ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირანის ლიდერთან შეხვედრას გეგმავდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად