A1 ბანერი

დონალდ ტრამპი: აშშ-ს არცერთს პრეზიდენტს არ უმუშავია ამდენი, როგორც მე

ამერიკის ლიდერის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ს არცერთ პრეზიდენტს არ უმუშავია იმდენი, როგორც თავად მუშაობს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა.

“აშშ-ს არცერთს პრეზიდენტს არ უმუშავია ამდენი, როგორც მე“, -აცხადებს დონალდ ტრამპი.

როგორც დონალდ ტრამპი აღნიშნავს, მას გაცილებით ბევრი მუშაობა უწევს იმ  “არეულობის გასაწმენდად”, რომელიც წინა ადმინისტრაციისგან “მემკვიდრეობით” ერგო.

ამ განცხადებით დონალდ ტრამპი საკუთარი სამუშაო გრაფიკის შესახებ ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 4-დან 7 თებერვლამდე დროის 50% “დოკუმენტებთან მუშაობაზე” დაიხარჯა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...